სახელმწიფო უსაფრთხოების კრიზისების მართვის მდივანი, გიორგი მღებრიშვილი, 111 768$ ღირებულების ბიტკოინს ფლობს. ინფორმაცია 29 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ვრცელდება.
დეკლარაციის მიხედვით, მღებრიშვილმა 12 ბიტკოინი 2017 წელს იყიდა, როდესაც თითო ერთეულის ღირებულება 870$ იყო. ამჟამად ერთი ბიტკოინის ღირებულება $9 314 არის.
2017 წლის დეკემბერში ამ კრიპტოვალუტის ფასმა პიკს მიაღწია და მისი ღირებულება 19 ათას დოლარზე მეტი იყო. შესაბამისად, საბჭოს მდივანს იმ დროისთვის 228 ათას დოლარზე მეტი ექნებოდა. მოგვიანებით ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა.